Bleach Wiki
Register
Advertisement
Bleach-yoruichi

იუროიჩი სიხონი - (四楓院 夜) გოტეი 13 - ის მეორე დივიზიის და საიდუმლო ოპერაციების დივიზიის ყოფილი კაპიტანი.  ორივე თანამდეგობის დატოვების შემდეგ იგი შეუერთდა კისუკე ურაჰარას, და ახლა მასთან ერთად ცხოვრობს კამფეტების მაღაზიაში, რომელიც ადამიანების სამყაროში არის. 


გარეგნობა[]

კატა იუროიჩი

იუროიჩის კატის ფორმა

იუროიჩი - შუა ასაკის ქალბატონი რომელიც შესანიშნავი ტანის ფიგურა აქვს. მას აქვს ოქორსფერი თვალები და შინდისფერი თმები და ასევე მუქი კანი. 

მისი ჩვეულებრივი სხეული მოიცავს ტანისამოსს, რომელსაც ზურგის ნაწილი ამოღებული აქვს. მასზე იგი ნარინჯისფერ კურტკას იცვამს, რომელსაც მხრებზე აქვს ორი თეთრი ზოლი. წელის გარშემო მას შემოხვეული აქვს შავი ქამარი. მას ასევე მოტკეცილი, შავი შარვალი აცვია, ხოლო ფეხებზე, ფაფუკი, თეთრი ფეხსაცმელები, რომელიც მას ხელს უწყობს შუნპოს გამოყენების დროს. როდესაც იგი კაპიტანი იყო, იგი ატარებდა კრემისჯერ შარფს, რომელიც მის სახეს ფარავდა. მაგრამ ახლა, იგი აღარ ატარებს მას. სხვა შინიგამებისგან განსხვავებით, მას შეუძლია მცირე ზომის, შავი კატის ფორმის მიღება განუსაზღვრელი დროით.  ამ სხეულში მას განსაკუთრებით ბრჭყვიალა ოქროსფერი თვალები და შავი ბეწვი აქვს. ასევე მისი ხმა იცვლება მამაკაცის ხმით. მიახლოებით 110 წლის წინ, როდესაც იუროიჩი საიდუმლო ოპერაციების, და მეორე დივიზიის კაპიტანი იყო, იგი ატარებდა ხაორის. მისი ხაორი არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა კაპიტანების ჰაორისაგან. მისი თმები გაცილებით უფრო მოკლე იყო. მისი თმის სტილი ახლანდელი მეორე დივიზიის და საიდუმლო ოპერაციების კაპიტანის, სუი ფონის თმას წააგავდა. მაგრამ მას არ ქონდა გრძელი ნაწნავები. 

ბუნება[]

იუროიჩი - გონებამახვილი და ინტელიგენტური ქალია, რომელმაც ძალიან ბევრი იცის გოტეი 13 - ზე და მთლიან სეირეტეიზე, იმის გამო, რომ ადრე იგი მეორე დივიზიის და საიდუმლო ოპერაციების კაპიტანი იყო.  არისტოკრატული წარმომავლობის მიუხედავად, მისი ქმედებები ძალიან განსხვავდება სხვა არისტოკრატებისგან. მაგალითად, მან უბრძანა სუი ფონს რომ თავაზიანი სუფიქსებით არ მიემართა მისთვის, მაგრამ მოითხოვდა რომ მისთვის მიემართატ იუროიჩი - სამა (ქალბატონი-იუროიჩი) - თი. ასევე მან რამდენიმეჯერ მიიღო თავისი ადამიანური ფორმა იჩიგოს თვალწინ მხოლოდ იმისთვის, რომ ენახა თუ როგორი რეაქცია ექენბოდა იჩიგოს მისი შიშველი სხეულის დანახვისას. იუროიჩი სულ ეხუმრება იჩიგოს ამ თემაზე. მისი კიდევ ერთი გენიალურობის ნიშანი ის არის, რომ მის მეტყველებაში იგი ხმარობს ბრძენი, და მოხუცი ადამიანების ფრაზებს და სიტყვებს. ზუსტად არ არის დადგენილი, როგორ ისწავლა იუროიჩიმ კატად გადაქცევა, მაგრამ მას კატის სხეულში ყოფნა ურჩევნია ადამიანის სხეულში ყოფნას. (მაგალითად, როდესაც მან ადამიანური ფორმა მიიღო, მას დაავიწყდა ტანსაცმლის ჩაცმა, რადგან მას არ ჭირდება ტანსაცმელი როდესაც იგი კატის ფორმაშია). იუროიჩის განსაკუთრებულად უყვარს უცხოებთან კატის ფორმიდან ადამიანურ ფორმაში გადასვლა, რადგან მას აინტერესებს როგორი რეაქცია ექნებათ როდესაც დაინახავაენ ადამიანურ ფორმაში გადაქცეულ იუროიჩის, მათ არ იციან რომ ის ქალია, რადგან კატის ფორმაში იგი მამაკაცის ხმით ლაპარაკობს). მას ისე უყვარს თავისი კატური სხეული, რომ იგი ბრაზდება მაშინაც კი, როდესაც ვინმე კატას აწვალებს ან რამეს უშავებს. მაგალითად, იგი ძალიან გაბრაზდა იმის გამო, რომ მისი კუდი კატისებურ ფორმაში დაზიანდა. მაგრამ, როდესაც სიტუაცია მოითხოვს, იუროიჩი ძალიან სერიოზულდება და ყოველ თავის მოქმედებას წინასწარ თვლის. იუროიჩი ხშირად ეხუმრება და ნერვებს უშლის მას, ვინც მასზე წლოვანებით პატარაა, მაგალითად : მიწისქვეშა წყლებში მან ადამიანური ფორმა მიიღო და დაინტერესდა როგორი რეაქცია ექნებოდა იჩიგოს მისი დანახვისას, იგი ასევე ეხუმრებოდა კუჩიკი ბიაკუიას, სუი ფონს და ურაჰარა კისუკეს. იუროიჩის უყვარს რძე რაც მის კატისებურ ფორმას უფრო ავსებს. 


ხელსაწყოები[]

იუროიჩის ხელსაწყოებიდან ორი ხელსაწყო არის ფრენისთვის განკუთვნილი 

საფრენი აპარატი

საფრენი აპარატი

* გრძელი ყავისფერი ჯოხი რომლის თავზეც არის მოთავსებული თავისქალა, რომელიც ფრინველის თავისქალას წააგავს. მას აქვს 4 ნახვრეტი. ჯოხზე ასევე მიმაგრებულია 4 პატარა ძვალი, რომელიც ფრინველის ფრთის ძვალს წააგავს. როდესაც იუროიჩი მას სულიერ ენერგიას უმატებს, 4 ხვრელიდან გამოდის 4 თოკი რომელიც მის ხელს ეხვევა. ხოლო 4 პატარა ძვალი იზრდება და ფრთად იქცევა. ამ მოწყობილობის საშუალებით იუროიჩის ფრენით შეუძლია დიდი ტერიტორიის დაფარვა. მის გამოყენებას არ უნდა რაიმე სპეციალური მომზადება ან გამორჩეული სულიერი ენერგია. 
  • ტენტოუკენი : ეს არის ყავისფერი მანტია, რომელზეც ბრილიანტია დამაგრებული. ამ ბრილიანტზე გამოსახულია იუროიჩის კლანის გერბი. მის გამოყენებას არ უნდა რაიმე სპეციალური მომზადება ან გამორჩეული სულიერი ენერგია. ეს ხელსაწყოც გამოიყენება ფრენისთვის
  • ანკენი : პატარა დაშნა, რომელიც იუროიჩის მის ფეხსაცმელში აქვს. მისი სროლა იუროიჩის უბრალო ფეხის აქნევითაც შეუძლია. 
  • ანტი-არანკარული ჯავშანი : ეს ჯავშანი მოიცავს 2 ფეხსაცმელს და 2 ხელთათმანს, რომელიც ურაჰარა კისუკემ გამოიგონა არანკარებთან საბრძოლველად. ისინი ძალიან გამძლენი არიან, და შუძლიათ დაიცვან მისი გამომყენებელი განადგურების დროსაც. 



ძალა და შესაძლებლობები[]

კატად გადაქცევა : იუროიჩი უნიკალურ შესაძლებლობას ფლობს. იგი მას საშუალებას აძლევს რომ გადაიქცეს შავ კატად. ჯერაც კი გაურკვეველია ერთადერთია თუ არა იგი შინიგამებში, ვინც ამ შესაძლებლობას ფლობს. როგორც ჩანს ამ შესაძლებლობას არ აქვს დროსთან რაიმე პრობლემა, რადგან იუროიჩიმ კატის სხეულში 100 წელზე მეტი გასტანა. კატად გადაქცევის დროს იუროიჩის ისევ შეუძლია შუნპოს გამოყენება, მაგრამ შუნპოს გამოყენების მანძილი და დრო საგრძნობლად კლებულობს.  ასევე ეს შესაძლებლობა მას შესანიშნავ შენიღბვას აძლევს, რადგან მას მამაკაცის ხმა უჩნდება. 

ხელჩართული ბრძოლის ოსტატი : როგორც მეორე დივიზიის და საიდუმლო ოპერაციების ყოფილი კაპიტანი, იუროიჩი გოტეი - 13 - ში და  მთელს სეირეიტეიში საუკეთესოა ხელჩართულ ბრძოლაში . მისი ხელჩართული ბრძოლის ოსტატობა ნებას აძლევს მას რომ საერთოდ არ გამოიყენოს ზანპაკტო ბრძოლის დროს. ხელჩართული ბრძოლის სტილით მან მიახლოებით 50 შინიგამი დაამარცხა ერთ ორ წამში.  თვით მეოთხე ესპადა , ულქიორა ციფერიც კი გაოგნებული იყო მისი შესაძებლობებით და იქაურობის დატოვება გადაწყვიდა მას შემდეგ, რაც იუროიჩიმ დაამრცხა ზერო ესპადა, რომელიც ყველაზე ძლიერი ესპადებს შორის, -> იამი ლარგო. ამ შესაძლებლობის გამო მას ნებისმიერ ოპონენტთან შეუძლია მაღალი დონით ბრძოლა. ასევე, მას შეძია გოტეი 13 - ის სამ კაპიტანთან და ოთხ ლეიტენანტთან ერთდროულად ბრძოლა, მხოლოდ ხელჩართული ბრძოლის სტილით. 

  • ტაკეტომბო : ხელჩართული ბრძოლის ტექნიკა, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ეფექტური მოძრაობებისგან შედგება. მისი მეშვეობით იუროიჩი უეცრად ურტყავს თავის მეტოქეს (თავს და ბოლოს უცვლის). 
  • რაიოკენი : ხელჩართული ბრძოლის ტექნიკა, რომელიც მოიცავს უსწრაფეს და დამანგრეველ შეტევებს რომელსაც იუროიჩი ხელებით აკეთებს. როდესაც მან ეს ტექნიკა გამოიყენა აიზენთან, მან დაუშალა აიზენს დაცვა და კარაკურის ის ნაწილი მთლიანად გაანადგურა. 



ხმლის ფლობის ექსპერტი : ხშირად ვერ ნახავ იუროიჩის, რომელსაც ხელში მისი ზანპაკტო უჭირავს, რადგან მას ხელჩართული ბრძოლით სურს მისი მოწინაამღდეგეების განადგურება. მაგრამ მიახლოებით 100 წლის წინ, იუროიჩის შესანიშნავი მოფარიკავის სტატუსი ქონდა, რადგან მან უბრალო ხმლის აქნევით უზარმაზარი ჰოლოუ შუაზე გადაჭრა. 

იუროიჩი შუნპოს ღმერთი

შუნპოს ქალღერთი

ელვისებური ნაბიჯის ღმერთი : იუროიჩი მთელს გოტეი 13 - ში და სეირეიტეიში საუკეთესოა ელვისებური ნაბიჯის გამოყენებაში. მას ამის გამო შეარქვეს შუნპოს (შუნპო - <<ხოხო>>  ((瞬神)) - ს ) ქალღმერთი, იმის გამო, რომ მან ელვისებური ნაბიჯი განავითარა და პიკამდე მიიყვანა.  ერთი ორი ფეხის მოძრაობით, მას შეუძლია წამის მეასედში რამოდენიმე ადგილზე გაჩნდეს და გაანადგუროს ორმოცდაათზე მეტი საიდუმლო ოპერაციის შინიგამი. და არა მარტო მათი ! ამ ქალს რამოდენიმე კილომეტრის დაფარვა წამის მეასედში შეუძლია.  და ამასთან ერთად იგი შეუმჩნევლად აკეთებს ამ ყველაფერს. მან თავგზა აურია თვით ბიაკუია კუჩიკისაც, რომელიც ერთერთი საუკეთესოა ელვისებური ნაბიჯის გამოყენებაში. იუროიჩი სიხოინმა შეძლო ყველა ამნიცუკიდოს ათვისება რაც კი სისწრაფეს ეხება, და ამასთან ერთად მან თავისი ტექნიკებიც შექმნა. მაგალითად : უცუსემი. მაგრამ თვით სისწრაფის ქალღმერთმაც კი შეიგრძნო დაღლილობა, რადგან მას 100 წელი არ გამოუყენებია შუნპო მთელი ძალით და სისწრაფით. კატის ფორმაში ეს შესაძლებლობა არ ქრება, მაგრამ მისი გაკეთების დრო და სისწრაფე საგრძნობლად იკლებს.
  • უცუსემი : ეს იუროიჩის საშუალებას აძლევს სწრაფი მოძრაობის დროს მოწინაამღდეგის წინი მისი მირაჟული გამსახულების გამოჩენას. ზუსტად ეს ტექნიკა გაუკეთა მან კუჩიკი ბიაკუიას როდესაც ისინი იბრძოდნენ ხიდზე. 



დიდი ფიზიკური ძალა : იუროიჩის შესანიშნავი ფიგრუისდა მიუხედავად, ძალიან დიდი ფიზიკური ძალა აქვს. ამის მაგალითია ის, თუ რა უქნა იუროიჩიმ ზერო სეპადას იამი ლარგოს. იუროიჩიმ თავის თავზე ლარგოს ერთი ორი დარტყმა მიიღო, ხოლო შემდეგ რამოდენიმე მეტრზე გადაისროლა იმხელა იამი. მან იამი ლარგოს ბალა თავის თავზე მიიღო, მაგრამ არანაირი დაზიანება არ მიუღია. და ასევე ამ დროს იგი არ იყენებდა თავის შუნკოს. და ასევე, იუროიჩიმ ყველას ანახა თავისი დარტყმის ძალა, როდესაც აიზენთან ბრძოლაში მთელი კვარტალი გაანადგურა მხოლოდ ხელების გამოყენებით !

დიდი გამძლეობა : იუროიჩი გამოირჩევა არა მარტო მისი სხეულით, არამედ მისი გამძლეობითაც. იუროიჩი ნამდვილად შესანიშნავი მეომარია. იამი ლარგოს დარტყმების და ბალას მიღების შემდეგ იუროიჩის შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და არანაირ ტკივილს არ გრძნობა. მას გამძლეობას მისი ტექნიკა შუნკო მატებს.

მოკვლის ოსტატი : როგორც საიდუმლო ოპერაციების და გოტეი 13 - ის მეორე დივიზიის კაპიტანი, იგი ერთერთი საუკეთესო იყო მოწინაამღდეგეების მოკვლაში. მან არაერთხელ გვაჩვენა მისი შესანიშნავი შესაძლებლობები და ამასთანავე ეს ყველაფერი უკვალოდ გააკეთა. როდესაც გარემოება მოითხოვს, მას შეუძლია ეფექტურად გამოიყენოს თავისი + - ები ან მოკლას მოწინაამღდეგე შეუმჩნევლად. მან თვით აიზენიც კი დააბნია და მისი დაცვის ნაწილი გაანადგურა. 

სტრატეგიის ოსტატი : ერთპიროვნული ლიდერი ! მან არაერთხელ გამოამჟღავნა მისი გონებრივი შესაძლებლობები. მას შეუძლია ნებისმიერი სიტუაციიდან გამოძრომა. მისი მეთვალყურეობის ქვეშ სადომ და ინოუემ აითვისეს მათი შესაძლებლობები. 

კიდოს ექსპერტი : იუროიჩი შესანიშნავად ერკვევა კიდოებში.  იმისდამიუხედავად რომ იგი შუნპოს და ხელჩართული ბრძოლის სტილს იყენებს ბრძოლის დროს, მას შეუძლია კიდოების და სხვა ტექნიკების მათთან ოსტატურად შერწყმა. იგი იყენებდა საშუალო და მაღალი დონის ბაკუდოებს შელოცვის თქმის გარეშე ! მისი ოსტატობა იმაშიც გამოიხატება, რომ მას ადვილად შეუძლია აუხსნას და ასწავლოს მის მოწაფეს ესა თუ ის კიდო.

შუნკო

შუნკო

წამიერი ყვირილი : (瞬閧 - შუნკო) გამანადგურებელი ტექნიკა რომელიც მოიცავს ხელჩართულ ბრძოლას და კიდოს. სულიერი ენერგიის წნევა მას გარშემო არტყავს და ტანსაცმლის მატერიას ანადგურებს. ძალის და სისწრაფის მომატების გარდა, ეს ტექნიკა იუროიჩის ნებას აძლევს რომ გაანეიტრალოს მოწინაამღდეგის შეტევა. იგი კიდოს ნაკადს აკონტროლებს და ამის გამო ნებისმიერ მომენტში შეუძლია ესროლოს იგი მოწინაამღდეგეს რის შედეგადაც უზარმაზარი აფეთება წარმოიქმნება. ეს ტექნიკა იუროიჩიმი მიახლოებით 100 წლის წინ შექმნა და იგი დასრულებულია. ამით განსხვავდება იგი სუი ფონის შუნკოსგან. შუნკოს გამოყენების დროს რიაცუ თეთრ ფერს იღებს და გამომყენებელს გარს ერტყმება. 
  • ხანკი : ტექნიკა, რომელსაც იუროიჩი შუნკოს გამოყენების დროს იყენებს. მას ნებისმიერი კიდოს გაუნებელყოფა შეუძლია. ამას იგი მოეცმული კიდოს სრულიად საპირისპირო კიდოს გამოყენებით აკეთებს.  ამ მეთოდს ასევე მოწინაამღდეგის მოძრაობების შეზღუდვაც შეუძლია. 



 უდიდესი სულიერი ენერგია : როგორც საიდუმლო ოპერაციების და გოტეი 13 - ის ყოფილ კაპიტანს, მას ძალიან ძლიერი და ბევრი სულიერი ენერგია გააჩნია. მისი რეპუტაცია იმდენად დიდია, რომ მან ულქიორა ციფერიც კი შეაშინა. მას თავისი სულერი ენერგიის კონტროლი შეუძლია, რის გამოც ბრძოლაში იგი თითქმის დაუმარცხებელია. შუნკოს გამოყენების დროს მისი სულერი ენერგია რამოდენიმეჯერ იზრდება და უფრო ძლიერი ხდება. 

სულიერი ხმალი []

როგორც ყველა შინიგამის იუროიჩისაც გააჩნია ზანპაკტო. და არა მარტო ზანპაკტო, მან ბანკაის დონესაც მიაღწია. მას ურჩევნია შუნპოთი და ხელჩართული ბრძოლის სტილით ბრძოლა და ამიტომაც იგი არ იყენებს თავის ზანპაკტოს ბრძოლაში. ამ მომენტში იგი არ ატარებს თავის ზანპაკტოს, მაგრამ როდესაც იგი და ურაჰარა კისუკე ახალგაზრდები იყვნენ, იუროიჩის სულ თან დაჰქონდა თავისი ზანპაკტო ! 

  • შიკაი : არ არის ნაჩვენები
  • ბანკაი : არ არის ნაჩვენები

საინტერესო ფაქტები []

  • ბლიჩის პერსონაჟების გამოკითხვაში , პირველ გამოკითხვაში იუროიჩიმ 15 - ე ადგილი დაიკავა, მეორე გამოკითხვაში მან დაიკავა 19 - ე ადგილი, მესამე გამოკითხვაში კი 7 - ე ადგილი
  • იუროიჩის ტატუ აქვს მყესის მარცხენა მხარეს. 
  • გამოკითხვაში საუკეთესო ბრძოლა, იუროიჩის და სუი ფონის ბრძოლა მეცხრე ადგილზე გავიდა.
  • ბლიჩის მეცხრამეტე გამოცემაში იუროიჩის აქვს შინდისფერი თვალები 

კატეგორია:Shinigami

Advertisement